ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პარტია „ლელოს“ წევრს, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილის მიერ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის არჩევის დროს გაკეთებულ კომენტარს ეხმიანება და წერს, რომ უსუფაშვილის სახით, საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში არასწორად ჩაჯდომის პრეცედენტი უხილავს.
„დავით უსუფაშვილი: „ჩვენ ვნახეთ ამ სავარძლიდან არასწორი ადგომის პრეცედენტები“. ზურა ქადაგიძე: „ასევე, ჩვენ ვნახეთ მაგ სავარძელში არასწორი ჩაჯდომის პრეცედენტები უსუფაშვილის სახით“ - წერს ქადაგიძე.
დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის, შალვა პაპუაშვილის წარდგენის დროს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.