მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ შალვა პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საუკეთესო იქნება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პაპუაშვილის კანდიდატურა წარადგინეს.
„შალვა არის ერთი ძალიან კარგი ადამიანი, გულწრფელი და ყველა ვხედავთ ამას, პროფესიონალი, რომელმაც ძალიან მოკლე დროში ისიც დაგვანახა ყველას, რომ ოპოზიციასთან ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა შეიძლება და ეს თანამშრომლობა შედეგზე არის გათვლილი და ასევე მას შეუძლია სამართლიანი, სწორი და პრინციპული დამოკიდებულება ჰქონდეს. ამ თვისებებიდან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება საუკეთესო პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე. ამიტომაც მიიღო ჩვენმა გუნდა ეს გადაწყვეტილება და შალვას ვუსურვებ ძალიან დიდი წარმატებას“, - განაცხადა მდინარაძემ.