დავით უსუფაშვილი შალვა პაპუაშვილზე: ის არის ძალიან კვალიფიციური სპეციალისტი და ბევრი ისეთი თვისებით შემკული, რომ მიხაროდა მასთან კოლეგიალური ურთიერთობა

დავით უსუფაშვილი შალვა პაპუაშვილზე: ის არის ძალიან კვალიფიციური სპეციალისტი და ბევრი ისეთი თვისებით შემკული, რომ მიხაროდა მასთან კოლეგიალური ურთიერთობა

მე ვიქნები ყველა პარლამენტის თავმჯდომარის გულშემატკივარი და ვიქნები თანამდგომი თუკი რამე შემიძლია, იმიტომ რომ ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და ამაში ადამიანებს თანადგომა სჭირდებათ, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ბატონი შალვა [პაპუაშვილი] არის ძალიან კვალიფიციური სპეციალისტი, შრომისუნარიანი და ძალიან ბევრი ისეთი თვისებით შემკული, რომ მიხაროდა კოლეგიალური ურთიერთობა. მაგრამ, „ლელოს“ ფრაქციის წევრებთან ერთად, ვერც მე გაძლევთ ხმას. რატომ იცით? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შორს არ წავალ - თქვენი დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეობის დღეებში, გუშინ და გუშინწინ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ამაყად თქვა, რომ დიახ, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩავშალეთ ბიუროს სხდომა, რომელზეც ოპოზიციას ჰქონდა საკანონმდებლო ინიციატივის დადგენილი წესით, დადგენილი ფორმით შემოტანილი წინადადება, სახელმწიფო ინსპექტორის საკითხზე ალტერნატიული კანონპროექტი დარეგისტრირებულიყო. მე მგონი თქვენც არ მიბრძანდით იმ ბიუროს სხდომაზე. ანუ მონაწილეობა მიიღეთ ოპოზიციის დაბლოკვაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.