„მადლობა კახა კუჭავას, რომელმაც ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ურთიერთობის განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა“, - ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე.
იოსელიანის თქმით, კახა კუჭავა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ნებისმიერი დეპუტატის მიმართ იჩენდა პატივისცემას.
„მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის კარი ყველასთვის ღია იყო. მასთან კომუნიკაცია და ურთიერთობა არავისთვის არ იყო რთული. ყოველი შეხვედრის დროს იგრძნობოდა მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ. ამას ძალიან ვაფასებ და წარმატებას ვუსურვებ შემდგომ საქმიანობაში“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.