დღეს დილით გამოცემამ „Sky Sports” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. გუშინ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენლებმა ამ ქვეყნის ბოლო სეზონის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა დაასახელეს.
ეს პატივი უელსის ეროვნული გუნდისა და „ტოტენჰემის“ ნახევარმცველ გარეთ ბეილის ერგო.
საუკეთესოს სახელისთვის ბრძოლაში ბეილის კონკურენტები შემდეგი მოთამაშეები გახლდნენ: მაიკლ კერიკი („მანჩესტერ იუნაიტედი“), რობინ ვან პერსი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ლუის სუარესი („ლივერპული“), ხუან მატა („ჩელსი“).
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენლებმა ბოლო სეზონის საუკეთესო მოთამაშეების სიმბოლური ნაკრებიც შეადგინეს:
დავიდ დე ხეა („მანჩესტერ იუნაიტედი“), ლეიტონ ბეინსი („ევერტონი“), რიო ფერდინანდი („მანჩესტერ იუნაიტედი“), პაბლო საბალეტა („მანჩესტერ სიტი“), გარეთ ბეილი („ტოტენჰემი“), მაიკლ კერიკი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ხუან მატა („ჩელსი“), ედენ აზარი („ჩელსი“), რობინ ვან პერსი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ლუის სუარესი („ლივერპული“).