ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ გავრცელებულ რამდენიმე ცრუ ინფორმაციას -„ტყუილია, რომ ოპოზიციას ინსპექტორის ბედი აღელვებს - სიმართლეა, რომ ისინი ჯერ შექმნას აპროტესტებდნენ, ახლა გაყოფას“.
„მოკლედ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ 1 - ტყუილია რომ სამსახური უქმდება - სიმართლეა, რომ სამსახური იყოფა. 2 - ტყუილია რომ ინსპექტორის ფუნქციები იკვეცება - სიმართლეა, რომ ინსპექტორის ფუნქციები ფართოვდება და მას ემატება ქვემდებარე სისხლის სამართლის მუხლები. 3 - ტყუილია, რომ თანამშრომლები რჩებიან უსამსახუროდ - სიმართლეა, რომ ყველა თანამშრომელი გადანაწილდება ორივე ახლადშექმნილ უწყებაში. 4 - ტყუილია, რომ ვინმე ლონდა თოლორაიას ებრძვის - სიმართლეა, რომ მას შეუძლია ახლადშექმნილ ან ერთ, ან მეორე სამსახურში უფროსის თანამდებობის დაკავება. 5 - ტყუილია, რომ სააკაშვილის საქმის გამო იყოფა ინსპექტორის სამსახური - სიმართლეა, რომ სააკაშვილის გამოძიება სრულიად შესაძლებელია დასრულდეს პირველ მარტამდე, იქამდე ინსპექტორის სამსახური იფუნქციონირებს. 6 - ტყუილია, რომ ქართულ ენჯეოებს ინსპექტორის ბედი აღელვებთ - სიმართლეა, რომ ისინი ფარისევლები არიან. ჯერ შექმნას აპროტესტებდნენ, ახლა გაყოფას. 7 - ტყუილია, რომ ოპოზიციას ინსპექტორის ბედი აღელვებს - სიმართლეა, რომ ისინი ჯერ შექმნას აპროტესტებდნენ, ახლა გაყოფას. არის კითხვები?“- წერს ზურაბ ქადაგიძე.