ირაკლი კობახიძე: როდესაც რეჟიმის ავტორსა და ბელადს უწოდებენ პოლიტიკურ დევნილს, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მომავალზე საუბარი რთულია

ირაკლი კობახიძე: როდესაც რეჟიმის ავტორსა და ბელადს უწოდებენ პოლიტიკურ დევნილს, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მომავალზე საუბარი რთულია

როდესაც რეჟიმის ავტორსა და ბელადს უწოდებენ დევნილს, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მომავალზე საუბარი რთულია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქვას.

„იმისთვის რომ მომავალში პროცესები სწორად წარიმართოს, მნიშვნელოვანია წარსულის სწორად შეფასება. როდესაც პოლიტიკურ დევნილს უწოდებენ ადამიანს, რომელმაც ქვეყანაში 9 წლის მანძილზე და შემდეგაც, უამრავი დანაშაული ჩაიდინა, დანაშაულთა ნაწილი იყო, მაგალითად, არაერთი მედიასაშუალების უმძიმესი, მოროდიორული და ყაჩაღური ფორმებით მიტაცება. ამ დანაშაულების ნაწილი იყო: 10 ათასობით ქონებისა და ბიზნესის წართმევა; ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება; ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის რუსეთისთვის ჩაბარება. როდესაც ასეთი რეჟიმის ავტორსა და ბელადს უწოდებენ დევნილს, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მომავალზე საუბარი რთულია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას საკუთარი სახელი. დამნაშავეს დაერქვას დამნაშავე და მნიშვნელოვანია, დანაშაულს დაერქვას დანაშაული“, - განაცხადა კობახიძემ.