მე პირადად ძალიან მომწონს, რომ ისეთ მსხვილ და მნიშვნელოვან სისტემაში, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა ჰქვია, რომელსაც აქვს არაერთი მიმართულება - სოციალური, დევნილების, ჯანდაცვის, ინიშნება კარგი მენეჯერი, რომელიც იქნება ამ მიმართულებების თავი, - ასე შეაფასა მამუკა მდინარაძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატად ზურაბ აზარაშვილის წარდგენა.
„[მას] ეყოლება მიმართულებების ხელმძღვანელები - მოადგილეები, რომელთაგანაც ერთი უხელმძღვანელებს ჯანდაცვის მიმართულებას, მეორე დევნილების მიმართულებას, მესამე სოციალურ მიმართულებას და ა.შ. ეს იქნება კარგი მენეჯერული გარღვევა და პირადად მე ასეთი გადაწყვეტილება ძალიან მომწონს და მივესალმები პრემიერ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, რომ არა მხოლოდ პროფესიული, არამედ მენეჯერული გამოცდილებით შეირჩა [მინისტრობის კანდიდატი], რომელიც უხელმძღვანელებს ამ მიმართულებების ხელმძღვანელებს. ეს იქნება ძალიან კარგი და ამან შეიძლება გაცილებით კარგი შედეგი მოგვცეს“, - აღნიშნა მდინარაძემ.
პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.