პრემიერმა ჯანდაცვის ახალი მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.
„ბატონი ზურა გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი. მას ფინანსების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი. ამაში თავად დავრწმუნდით, როცა მე თავდაცვის მინისტრი ვიყავი. ბატონი ზურა მაშინ „დელტას“, ასევე, თბილავიამშენის ხელმძღვანელი იყო. მისი უშუალო ხელმძღვანელობით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა. ის უწყების ხელმძღვანელის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს.
მისი თქმით, საქმიანობს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.