საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ შერიგების სურვილს საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოთქვამს.
„შერიგება რადიკალური ოპოზიციის მიზნების გასანაღდებლად, არაერთ დანაშაულში მხილებული მსჯავრდებულის გათავისუფლება და ყოველგვარი ლეგიტიმაციისა და საფუძვლის გარეშე, არჩევნების ჩატარების უფლების მოპოვება, რა თქმა უნდა, უაზრობაა და თავიდანვე გამორიცხავს ამ პროცესის პერსპექტივას“, - აცხადებს გივი მიქანაძე.
სალომე ზურაბიშვილი ნიკა მელიას, სავარაუდოდ, დღეს შეხვდება.