მამუკა არეშიძე: ბენდუქიძისგანაც მომისმენია აღშფოთება იმის გამო, რომ ალასანია ეკონომიკაში ღრმად ყოფს ცხვირს

მამუკა არეშიძე: ბენდუქიძისგანაც მომისმენია აღშფოთება იმის გამო, რომ ალასანია ეკონომიკაში ღრმად ყოფს ცხვირს

ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თემურ ალასანიას სახელმწიფო საქმეებში ჩარევაზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ბიძის ჩარევა სხვადასხვა საქმეში კახა ბენდუქიძის აღშფოთებას იწვევდა, ზურაბ ჟვანიასთან კი ალასანიას მწვავე დაპირისპირება ჰქონდა.

„მაგალითად, ბენდუქიძისგანაც მომისმენია აღშფოთება იმის გამო, რომ ალასანია ეკონომიკაში ღრმად ყოფს ცხვირს, განსაკუთრებით პრივატიზაციის საკითხში. ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში აკლებული ჰქონდა აქაურობა [ალასანიას]. ვიცით, რომ რამდენჯერმე მწვავე დაპირისპირება მოუვიდა მას პირადად ზურაბ ჟვანიასთან სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, მაგალითად აეროპორტის თემაზე. თემურ ალასანიასთან დაპირისპირებას გულისხმობენ, როდესაც ლაპარაკობენ ჟვანიას ძალადობრივ სიკვდილზე. ამის დასაბუთება ნამდვილად არ შემიძლია, მაგრამ მისი მეგობრები, რომლებიც თვლიან, რომ ჟვანია არის ძალადობის მსხვერპლი, თემურ ალასანიასკენაც იშვერენ თითს“, - განაცხადა არეშიძემ.