დეკანოზი რევაზ სიხარულიძე: მრევლში არიან როგორც „ნაცმოძრაობის“, ასევე „ოცნების“ მხარდამჭერებიც და ჩვენ ვერ ვიქნებით მხარე

დეკანოზი რევაზ სიხარულიძე: მრევლში არიან როგორც „ნაცმოძრაობის“, ასევე „ოცნების“ მხარდამჭერებიც და ჩვენ ვერ ვიქნებით მხარე

ყველა მთავრობაში იყო პოზიცია და ოპოზიცია. ყველას უნდოდა, რომ როგორღაც პატრიარქი და ეკლესია გამოეყენებინათ თავიანთ სასარგებლოდ, მაგრამ სულ ავიწყდებოდათ, რომ ეკლესია არის ინსტიტუტი, რომელიც ყველას მამაა, - ამის შესახებ დეკანოზმა რამაზ სიხარულიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ იმ ადამიანებზე საუბრისას განაცხადა, რომლებიც ეკლესიას თავს ესხმიან.

„მრევლში არიან როგორც „ნაცმოძრაობის“, ასევე „ოცნების“ მხარდამჭერები და ჩვენ ვერ ვიქნებით მხარე. ჩვენ ყველას მამები ვართ და თუ აღსარებაში ვინმე რამეს აშავებს პირდაპირ მივუთითებთ. უწმინდესი ცალკე მხარედ ვერ დადგებოდა და ბუნებრივია განაწყენებულები ათას ჭორებს, ათას ცილისწამებებს უგონებდნენ მის უწმინდესობას და ეს ოდითგანვე ასე იყო“, - განაცხადა დეკანოზმა.