მამა მიქაელი პატრიარქის აღსაყდრებაზე: ეს იყო ზუსტად 44 წლის წინ და მისი უწმინდესობა მაშინ 44 წლის იყო

მამა მიქაელი პატრიარქის აღსაყდრებაზე: ეს იყო ზუსტად 44 წლის წინ და მისი უწმინდესობა მაშინ 44 წლის იყო

პატრიარქი ჩაეწერა ფოკაში, რათა მას ჯავახეთი მოელოცა, - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქ, ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.

მან ისაუბრა, თუ რას წარმოადგენდა საქართველოს ეკლესია 44 წლის წინ.

„ეს იყო ზუსტად 44 წლის წინ და მისი უწმინდესობა მაშინ იყო ზუსტად 44 წლის. ეს იყო ურთულესი პერიოდი ეკლესიისთვის, რადგან ეკლესია იმ დროს უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. წარმოიდგინეთ, ამ დროს საქართველოს ეკლესიას ემსახურებოდა ხუთიოდე მღვდელმთავარი და 50-მდე მღვდელმსახური“, - განაცხადა მამა მიქაელმა.

მან ასევე გაიხსენა ახალარჩეული პატრიარქის, ილია მეორის მიერ ჯავახეთის მოლოცვის ფაქტიც.

„პატრიარქმა ჯავახეთის მოლოცვა გადაწყვიტა და იქ იდგა რუსეთის სამხედრო შენაერთი, რომელიც არ ატარებდა იქ ადამიანებს, ვინც იქ ჩაწერილი და მაცხოვრებელი არ იყო. პატრიარქი ჩაეწერა ფოკაში, რათა მას ეს ადგილები მოელოცა“, - განაცხადა დეკანოზმა.

რას ჰყვებიან სასულიერო პირები და მღვდელმთავრები უწმინდესზე და როგორი იყო პატრიარქობის 44 წელი, ნახეთ იმედის კვირაში.

კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პატრიარქად კურთხევა 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა.