თავის დროზე, არასამთავრობო სექტორი გვსაყვედურობდა და ამბობდა, რომ ეს ორი უფლებამოსილება არ უნდა იყოს ერთადო, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და თანამდებობის გაუქმების საკითხის კომენტირებისას.
„თვითონ რეფორმის შესატყვისის საკანონმდებლო ინიციატივა მე არ მინახავს, ამიტომ ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ის კი ნამდვილად მახსოვს, რომ ჯერ კიდევ თავის დროზე, არასამთავრობო სექტორი გვსაყვედურობდა და ამბობდა, რომ ეს ორი უფლებამოსილება არ უნდა იყოს ერთადო. საინტერესოა ახლა როგორი იქნება მათი პოზიცია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.