პრეზიდენტმა უნდა დადოს გეგმა - რას შემოგვთავაზებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და სააკაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით

პრეზიდენტმა უნდა დადოს გეგმა - რას შემოგვთავაზებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და სააკაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სავარაუდოდ, ხვალ შეხვდება.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონსულტაციების დრო მთავრდება და პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს გეგმა - "რას შემოგვთავაზებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა თუ სააკაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით".

„საზოგადოება ელოდება ამნისტიას, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას უმძიმესი კრიზისიდან. ეს უნდა იყოს შეთანხმების და ეროვნული თანხმობის მთავარი ნაბიჯი. ველოდებით იმ პროცესის ლოგიკურად დასრულებას, რომელიც წამოიწყო სალომე ზურაბიშვილმა. კონსულტაციების დრო მთავრდება და პრეზიდენტმა უნდა დადოს გეგმა - რას შემოგვთავაზებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და სააკაშვილის გათავისუფლების თვალსაზრისით.

ალბათ, მომავალი კვირის განმავლობაში დამთავრდება კონსულტაციები, რომელსაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეწევა. მათ შორის, ნიკა მელია შეხვდება ხვალ და მთელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები იყვნენ საკონსულტაციოდ. უკვე უნდა შეაჯამოს იდეები და შემოგვთავაზოს სამოქმედო გეგმა, ვინაიდან ეს პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

ერთი ხელის მოწერაა საჭირო თუ დამოუკიდებელია და არ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებას. პრეზიდენტს შეუძლია მიიღოს საკუთარი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ვერ გადააბრალებს ვერაფერს და "ხელები დამიბანიას" ვერ იტყვის, მას აქვს ორი მძლავრი იარაღი, ერთის მხრივ შეწყალება და მეორე მხრივ ვეტო, რაც შეუძლია ძალიან კარგად გამოიყენოს", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

Aburjga Tasmanieli აბა რა გითხრათ?! რამდენი წელია აქ ვწერ, დემოკრატიის დანერგვის პროცესმა, რომელიც თავს მოგვახვიეს დასავლეთის მტარვალმა ქვეყნებმა - აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი საზოგადოება გახლიცა ერთმანეთთან მებრძოლ კრიმინალურ კლანებად, რომელთაც დემოკრატიაში შენიღბვის, გაკეთლშობილების მიზნით უწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს! ამ ჩვენს ერთციცქნა გაუბედურებულ ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკურმა პარტიებმა გააჩაღეს სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა , პერმანენტული ცივი ომი, რომრლიც შიგა და შიგ გადადის ცხელ ფაზაში! ამ ბრძოლას შეეწირა ერის ღირსება და სინდისი, თუ რამე კარგი მოგვდგამდა წინაპართაგან ლაფში ამოსვრილი გადავარდა სანაგვეზე. ახლა ლაპარაკი ეროვნულ შერიგებაზე არის უტოპია. გამოსავალი არის, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, საპრეზიდენტო რესპუბლიკაში დაბრუნება, საერთო სახალხო, პირდაპირი, საპრეზიდენტო არჩევნები 7 წელიწადში ერთხელ. ნომინალური უფლებებით აღჭურვილი მაჟორიტარული წესით არჩეული უხელფასო!!! პრივილეგიების გარეშე! !! პარლამენტი. არავითარი ადგილობრივი არჩევნები, ყველა რაიონს ხელმძღვანელობს პრემიერ მინისტრის მიერ დანიშნული გამგებელი. თუ ერი ასე მოიქცევა ეს საზოგადოების გახლეჩაც დამთავრდება. დღეს ყველა ძაღლი და მამაძაღლი ხელისუფლებაში რომ მიძვრება დაკარგავს ამის ინტერესს, ქვეყანა შეუდგება მწარმოებლურ შრომას და ეს ყბედი, უნამუსო, მატყუარა ტელევიზიებიც ჩაბარდება ისტორიას!
3 წლის უკან