მეუფე მელქისედეკი უბისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის ნაწილის ბრალდებაზე: ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ

მეუფე მელქისედეკი უბისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის ნაწილის ბრალდებაზე: ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ

ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკმა უბისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის ნაწილის პროტესტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის მრევლს შეხვდა, თუმცა შეხვედრაზე არ ყოფილან ისინი, ვინც დღეს აქცია გამართა.

„ტაძარში სასულიერო პირებმა წირვა ჩაატარეს და არც შეწყდება. ის ფაქტი, რომ მე მათ არ ვესაუბრები, არის სიცრუე. მიუხედავად იმისა, შეუძლოდ ვარ, შეხვედრაზე მაინც მივედი და არცერთი ადამიანი, ვინც დღეს აქციას მართავდა, იქ არ ყოფილა. ნაწილი უბისას მრევლიც არაა. ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ.

მე მომხრე ვარ, შეიქმნას კომისია და გაირკვეს, რაშია საქმე. არ ვიცი რატომ და ვის მიერაა მართული, მაგრამ ფაქტია, ტაძრის მრევლიც არაა და მოყვანილი ყავდათ.

აღნიშნულ სასულიერო პირებზე რაც ითქვა, სიმართლე არაა. კრებსებში ერთზე იყო რაღაც და განრიდებული იყო მონასტრიდან, დანარჩენები არიან მონასტერში. არ შეიძლება სიცრუეზე დაყრდნობა და ამიტომ მოვითხოვ კომისიას“, - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.