აკაკი მინაშვილი:  ხელისუფლება შიდა კარის თამაშებითაა დაკავებული - კუჭავა ზომიერ პოლიტიკოსად აღიქმებოდა, უფრო ხისტი პოლიტიკოსი მოიყვანეს პარლამენტის თავმჯდომარედ

აკაკი მინაშვილი: ხელისუფლება შიდა კარის თამაშებითაა დაკავებული - კუჭავა ზომიერ პოლიტიკოსად აღიქმებოდა, უფრო ხისტი პოლიტიკოსი მოიყვანეს პარლამენტის თავმჯდომარედ


აკაკი მინაშვილი - ხელისუფლება შიდა კარის თამაშებითაა დაკავებული - კუჭავა ზომიერ პოლიტიკოსად აღიქმებოდა, უფრო ხისტი პოლიტიკოსი მოიყვანეს პარლამენტის თავმჯდომარედ


ხელისუფლება შიდა კარის თამაშებით არის დაკავებული - კუჭავა ზომიერ პოლიტიკოსად აღიქმებოდა, უფრო ხისტი პოლიტიკოსი მოიყვანეს პარლამენტის თავმჯდომარედ“, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა კახა კუჭავას მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებაზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც მინაშვილის განმარტავს, მმართველ პარტიაში „კლანებს“ შორის გადანაწილება მიმდინარეობს.

„საკადრო ცვლილებები და გადაადგილებები ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებებს არ იწვევს. ყოველი შემდგომი საკადრო გადაადგილება უარეს შედეგს გვაძლევს. ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა. ამ მძიმე მდგომარეობის პირობებში, ხელისუფლება შიდა კარის თამაშებით არის დაკავებული. ცხადია, ეს არის გარკვეულწილად კლანებს შორის გადანაწილება. კახა კუჭავა ზომიერ პოლიტიკოსად აღიქმებოდა, უფრო ხისტი პოლიტიკოსი მოიყვანეს პარლამენტის თავმჯდომარედ“,- აღნიშნავს მინაშვილი.

ცნობისთვის, კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.