საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლიდერების უმეტესობა შიმშილობის აქციაში არ ერთვება, ხოლო ისინი, ვინც აცხადებენ, რომ იშიმშილებენ - ნაკლებ სავარაუდოა, რომ პირობას შეასრულებენ.
„რასაც ვვარაუდობდი და პირველ დღესვე ვთქვი, ის მოხდა. აღმოჩნდა, რომ ლიდერები, თითქმის 2-3 ადამიანის გარდა, ნაკლებად ერთვებიან შიმშილობაში. საბოლოოდ უნდათ მაინც მოქალაქეებზე გადაიტანონ აქცენტი. ის ლიდერებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ იშიმშილებენ, ნაკლებად მჯერა, რომ პირობას შეასრულებენ“, - ამბობს სუბარი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყეს.