პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურად შალვა პაპუაშვილი იქნება წარდგენილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს წარედგინება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა.