ანზორ მელია:  ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, „ნაცმოძრაობის“ ოფისთან სასწრაფო დახმარების ბრიგადები იქნებოდა

ანზორ მელია: ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, „ნაცმოძრაობის“ ოფისთან სასწრაფო დახმარების ბრიგადები იქნებოდა

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში მოშიმშილეების მოსანახულებლად ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია მივიდა.

"შიმშილობის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე დღეს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები გამოჩნდება. არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიჯდე, არ მოვიდე და ამ ხალხის ჯანმრთელობით არ დავინტერესდე. პრობლემები უკვე არის, მაგრამ იმდენად არიან თავგადადებულები, არ მიჯერებენ.

არ შეიძლება ასე. როგორ შეიძლება ადამიანს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს, ან ღვიძლის ფუნქცია იყოს ასეთი და შიმშილობდეს. ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, დღეს აქ არათუ ერთი, არამედ რამდენიმე სასწრაფო დახმარების ბრიგადა იქნებოდა",- განაცხადა ანზორ მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მასობრივი შიმშილობის აქცია უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს.