გიორგი ბარამიძე მმართველი გუნდის განცხადებებზე: დემაგოგები არიან - დესტრუქციას აქ სად ხედავენ, ვის რაში ვუშლით ხელს და ფიზიკურად ვის ვეწინააღმდეგებით?! ვეწინააღმდეგებით მორალურად

გიორგი ბარამიძე მმართველი გუნდის განცხადებებზე: დემაგოგები არიან - დესტრუქციას აქ სად ხედავენ, ვის რაში ვუშლით ხელს და ფიზიკურად ვის ვეწინააღმდეგებით?! ვეწინააღმდეგებით მორალურად

დემაგოგები არიან - დესტრუქციას აქ სად ხედავენ, ვის რაში ვუშლით ხელს და ფიზიკურად ვის ვეწინააღმდეგებით?! ვეწინააღმდეგებით მორალურად, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატების შეფასებებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციას მიმართავს.

მისი თქმით, თუ ვინმე ქვეყანაში ვითარებას ძაბავს და სამოქალაქო დაპირისპირების შექმნას ცდილობს, "სწორედ ეს რეჟიმია".

"მთავარი პრინციპი ის არის, რომ ჩვენი პროტესტი იყოს მშვიდობიანი და არაძალადობრივი, ამის ყველაზე ნათელი გამოხატულება შიმშილობაა. ეს პროტესტის ყველაზე რადიკალური ფორმაა, თუმცა ყველაზე მშვიდობიანი. ბუნებრივია, პროტესტის სხვა ფორმებიც აუცილებელია - რეგიონებშიც თითოეულმა ადამიანმა პოლიტიკოსების მოწოდებებისგან დამოუკიდებლად, ქვეყანაში არსებული არანორმალური ვითარების გამო საკუთარი დამოკიდებულება უნდა გამოხატოს",- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მასობრივი შიმშილობის აქცია უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე 12 კარავია გაშლილი და 200-მდე ადამიანი შიმშილობს.