სერიოზულ განხილვას და ანალიზს საჭიროებს სახალხო დამცველის მიერ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველკვირეულად გამოცხადებული ქრონიკებივით დამზაფრავი თემების შემოტანა თუ შემოგდება

სერიოზულ განხილვას და ანალიზს საჭიროებს სახალხო დამცველის მიერ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველკვირეულად გამოცხადებული ქრონიკებივით დამზაფრავი თემების შემოტანა თუ შემოგდება

სერიოზულ განხილვას და ანალიზს საჭიროებს ზოგადად სახალხო დამცველის მიერ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველკვირეულად გამოცხადებული ქრონიკებივით დამზაფრავი თემების შემოტანა თუ შემოგდება, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს.

მისი თქმით, „ერთია, როცა ანგარიშს აქვეყნებ და მეორეა, რა მიზანს ემსახურება ის“.

„მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ ინფორმაცია გავავრცელოთ, რამაც შეიძლება ინტერესი დააზიანოს, არამედ ვისურვებდი საქმეზე ვიყოთ ორიენტირებული, მით უფრო, რაც ნინოწმინდის პანსიონს ეხება...

ერთია, როცა ანგარიშს აქვეყნებ და მეორეა, რა მიზანს ისახავს ეს. როცა საქმე ეხება ბავშვებს, აქ ვართ უკომპრომისოები. კარგად გახსოვთ ჩვენი ძალისხმევის შედეგად გაიღო ფართოდ კარი პანსიონატის და მათ შორის სახალხო დამცველისთვის,” - განაცხადა ღუდუშაურმა.