ირაკლი ზარქუა: სააკაშვილს ჰგონია, მთელი სამყაროა მასთან ვალში, არაადეკვატურობიდან გამომდინარე, ამ განწყობით მას შესაძლოა, სხვა კლინიკაში მოუწიოს გადაყვანა

ირაკლი ზარქუა: სააკაშვილს ჰგონია, მთელი სამყაროა მასთან ვალში, არაადეკვატურობიდან გამომდინარე, ამ განწყობით მას შესაძლოა, სხვა კლინიკაში მოუწიოს გადაყვანა

სააკაშვილს ჰგონია, რომ იგი მართალია და მთელი სამყაროა მასთან ვალში. შესაძლოა, ამ განწყობით მას არაადეკვატურობიდან გამომდინარე სხვა კლინიკაში მოუწიოს გადაყვანა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შიმშილობის აქციასთან დაკავშირებით, განაცხადა.

ზარქუა დარწმუნებულია, რომ მოშიმშილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწევთ, შეწყვიტონ აქცია.

მისი თქმით, სააკაშვილი მყარად რომ ყოფილიყო თავის არგუმენტებში, საქმეს საერთაშორისო არბიტრაჟში გაასაჩივრებდა, თუმცა ამას არ აკეთებს, რადგან ზუსტად იცის, რომ სააკაშვილისთვის კარგი გამოსავლით არ დასრულდება.

„შიმშილობით რომ დამნაშავეს გარეთ უშვებდნენ, მაშინ რა დააშავეს სხვა პატიმრებმა! მაშინ მივიღოთ ეს! სახელმწიფო ხომ აღარ ვიქნებით, არა?! ასე, რომ მას მოუწევს პასუხი აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა.

იმის ნაცვლად, რომ მოინანიოს, თქვას, რომ დანაშაული იყო და ვინანიებ, არა! ამას არ აკეთებს. არ სჭირდება და ჰგონია, რომ იგი მართალია და მთელი სამყაროა მასთან ვალში, ამ განწყობით, შესაძლოა, მას არაადეკვატურობიდან გამომდინარე სხვა კლინიკაში მოუწიოს გადაყვანა“, - განაცხადა ზარქუა.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შიმშილობა დაიწყეს. მათ რიგებს დღეს ბაჩო დოლიძე შეუერთდა. საერთო ჯამში, პარტიიდან 5 წევრი შიმშილობს.