ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის საქართველოში შემოსვლის პირობებში, კლუბებთან დაკავშირებით რეგულაციების მოხსნა, არასწორი იქნება. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება. ვხედავთ, რომ ევროპის წარმატებული ვაქცინაციის და პანდემიის მართვის ქვეყნებმაც კი უკან შემოაბრუნეს შეზღუდვები. ამიტომ, ეს სრულიად ალოგიკური იქნება, ქვეყანამ „ომიკრონის“ „ცუნამის“ და „ქარიშხლის“ წინ, მისცეს შესაძლებლობა ასეთი მაღალი ეპიდემიური საფრთხის შემცველი ღონისძიებების ყოველკვირეულად გამართვის. ეს იქნება ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. მესმის ეკონომიური რისკები ძალიან მაღალია ბიზნესის დაზიანების კუთხით, მაგრამ სახელმწიფომ უნდა იფიქროს ძალიან სერიოზულ კომპენსაციაზე, რომ მათ საერთოდ არ გაუჩნდეთ სურვილი, რომ ეს დაწესებულებები გაიხსნას“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.