„ნაციონალურ მოძრაობას“ უბრალოდ ბუნებაში არ აქვს ის, რომ ნორმალური სწორი პოლიტიკური პროცესი წარმართოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ უბრალოდ ბუნებაში არ აქვს ის, რომ ნორმალური სწორი პოლიტიკური პროცესი წარმართოს. ამიტომ, ამ ამბავს ჩვენ ვუყურებთ შემდეგნაირად, რომ ქვეყანაში არის დღის წესრიგი, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას საზოგადოებამ დაუკვეთა. ჩვენ მივყვებით ამ დღის წესრიგს, მათი ქმედება არის კანონიერი, იშიმშილებენ თუ აქციას ჩაატარებენ კანონის ფარგლებში, მაგრამ ამას საზოგადოების, მათ შორის მათი მხარდამჭერების, მხრიდან ლეგიტიმაცია არ გააჩნია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყეს.