შიმშილობით ადამიანის საპატიმროდან გათავისუფლება არ ხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განუცხადა.
„შიმშილობით ადამიანის საპატიმროდან გათავისუფლება რა თქმა უნდა, არ ხდება. ადამიანი საპატიმროდან იმ შემთხვევაში თავისუფლდება, თუ სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა სამხარაძემ.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შიმშილობა დაიწყეს. მათ რიგებს დღეს ბაჩო დოლიძე შეუერთდა. საერთო ჯამში, პარტიიდან 5 წევრი შიმშილობს.