ლევან იოსელიანი: ვინც არ უნდა იყოს პატიმარი, შიმშილობის გამო ციხიდან ვერავინ გამოვა

ლევან იოსელიანი: ვინც არ უნდა იყოს პატიმარი, შიმშილობის გამო ციხიდან ვერავინ გამოვა

მიდგომა, რომ მე თავი უნდა დავიზიანო, ოღონდ შენ იყავი კარგად, თანამედროვე პოლიტიკაში დიდი ხანია, მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„შიმშილობა, როგორც პროტესტის ფორმა, დიდი ხანია, ევროპაშიც აღარ გამოიყენება. ამას ვერანაირი შედეგი ვერ მოჰყვება, რადგან შიმშილობის გამო ციხის კარი არ გაიღება და ციხიდან ვერავინ გამოვა, ვინც არ უნდა იყოს პატიმარი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყეს.