ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
"7 ნოემბრს ქართველ ხალხთან სასტიკი ანგარიშსწორების, „იმედის“ ბარბაროსულად დარბევისა და შემდგომ ავაზაკურად მიტაცების,ე.ი. საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ამ საშინელი, სწორედაც რომ - სისტემური ბოროტმოქმედების საქმე, რაც დღეს სასამართლოში ირჩევა, სააკაშვილისა დანაშაულებრივი რეჟიმის გენეზისათვის განსაკუთრებულად გამორჩეული, არა მხოლოდ საეტაპო, არამედ, შეილება ითქვას - ეგზისტენციური მნიშვნელობისაა: ეს უმძიმესი ბოროტმოქმედებაა სააკაშვილის რეჟიმის მაიდენტიფიცირებელი „სამარკო ნიშანი“ და ის კრიტიკული ზღვარი, რისი გადალახვის შემდეგაც შეუქცევადი გახდა სააკაშვილის ერთდროულად ტრაგიკულიცა და კარიკატურულიც, ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია; სწორედ 7 ნოემბერს მოხდა რეჟიმის საბოლოო გასვლა კონსტიტუციურობის სივრციდან, როცა ჯერ მოქალაქეთა მანიფესტაცია იქნა „ბადრის რა“უტიფარი დევიზით უსასტიკესად, სწორედაც რომ ნაცისტურად სადამსჯელო ფორმით დარბეული, ხოლო საღამოს, მას შედეგ, რაც ტელევიზიაში შევარდნენ და დალეწეს, საგანგებო მდგომარეობის - ე.ი. კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უსაფუძვლოდ შეზღუდვის, ანტი-კონსტიტუციურად და პოსტ-ფაქტუმ გამოცხადება - უკვე რეჟიმის ანტი-სამართლებრივი ეგზისტენციის, ე.ი. სრული უსჯულოების მკაფიო დემონსტრირება გახლდათ!
უარესიც: ვინაიდან 7 ნოემბერი სააკაშვილსა და მის რეჟიმს მაშინაც და ვაი რომ, დღემდეც, „ხახვივით“ შერჩა, რადგან 5 იანვრის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნებით ეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდენის შემდეგ 91-ის შეიარაღებული პუტჩის მასშტაბის, მისი თანაზომიერი საარაკო ძალადობრივი ბოროტმოქმედება, „გაპრავდა“ კიდეც, ხოლო 20 იანვარს ქართველმა ერმა ბრძოლის ველიდან პრაქტიკულად პირი იბრუნა, გარდაუვალი გახდა 2008 წლის აგვისტოს ეროვნული კატასტროფა! დარწმუნებული ვარ, 20 იანვარს უკან რომ არ დაგვეხია, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი იყო რისკი, სისხლი დაღვრილიყო, აგვისტოს კრახს თავიდან ავიცილებდით.
რასაკვირველია, იმის თქმა არ მინდა, რომ „გრეჩიხას“ გადაწყვეტილება, 200 000 მანიფესტანტის დაშლის შესახებ, ვინაიდან მართლაც სრულიდ მკაფიო იყო სისხლიანი განვითარების სცენარი, უნდა რაიმე ფორმით ახლა განვიკითხოთ, მაგრამ აშკარაა - რომ გვცოდნაოდა, რაც გველოდა აგვისტოში, არც „გრეჩიხა“ და ცხადია, არც ერთი ქართველი, ვინც მაშინ იქ იდგა, ფეხსაც არ მოიცვლიდა და სააკაშვილს მიტაცებულ პრეზიდენტობას არ დაანებებდა! ჩვენდა სავავალოდ აღმოჩნდა, რომ ეს უკან დახევა უდაოდ იყო დანაშაულზე უარესი - ისეთი სტრატეგიული შეცდომა, რაშიც საქართველომ, რაც კი შესაძლებელია, ყველაზე მძიმე ფასი - წაგებული ომი და საკუთარი ტერიტორიების მტრის ხელში გადასვლა, გადაიხადა! რაც იყო, იყო და ვაგლახ, ამის გამოსწორება - უკვე შეუძლებელია!
სამაგიეროდ: დღეს სასამართლომ ურყევად, მართლად უნდა განსაჯოს ეს, 7 ნომებრის ანგარიშსწორების, „იმედის“, ე.ი. თავისუფალი სიტყვის დარბევისა და ავაზაკური მიტაცების საქმე, რადგან თუკი „მართალი სამართალი“ არ აღსრულდება, უარეს კატასტროფას, რაც 2008 წლის აგვისტოში დაგვატეხა თავს სააკაშვილმა და მისმა უსჯულო რეჟიმმა, უნდა ველოდოთ!
ამის ბოლომდე ნათლად გაცნობიერების გარეშე, რაიმე სახით ვინმესთან „შერიგება“ და მართლმსაჯულების ხარჯზე 7 ნოემბრის უსჯულოებასთან რაიმე, ოდნავი მაინც კომპრომისი, არც მეტი არც ნაკლები - უკვე ცხადი ეროვნული ღალატი იქნება"!