თუ ვერ ავცდებით საკითხებს, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვა თუ არ გამოვა, შეჭამს თუ არა,პერსპექტივა ამ მოლაპარაკებებს და ფორმატს არ ექნება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მთელი საზოგადოება ითხოვს იმას, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, მაგრამ ცალკე მსჯელობის საგანია, თუ რამდენად პერსპექტიულია.
„პერსპექტიული იქნება თუკი პოლიტიკური სუბიექტები კონკრეტულად განსაზღვრავენ მიზანს, გეგმასა და ამოცანას, ემსახურონ საზოგადოებას. თუ ეს ამოცანა არ არსებობს და ამოცანაა, დესტრუქცია და დესტაბილიზაცია, მაშინ გინდ პრეზიდენტი ჩაერთოს და გინდ მსოფლიოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი - ამას ვერ მივაღწევთ. მთავარი უნდა იყოს არა სიტყვა „შერიგება“, არამედ პოლიტიკური ცხოვრების ისეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა, როდესაც კამათია საკითხებზე და არა იმაზე, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვა თუ არ გამოვა, შეჭამს თუ არ შეჭამს, ავად არის თუ ნაკლებად ავად არის. ჩვენ ამ საკითხს ვერ ავცდით. რასაკვირველია, თუ ვერ ავცდით, პერსპექტივა ამ მოლაპარაკებებს და ფორმატს არ ექნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.