გია აბაშიძე: რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკური ლოგიკით, გახარიას ქმედებები ვერ აიხსნება! 

გია აბაშიძე: რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკური ლოგიკით, გახარიას ქმედებები ვერ აიხსნება! 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება იმ ფაქტს, რომ ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს -„კონსტრუქციული ოპოზიციონერობა, რასაკვირველია, მისაღებია, მაგრამ ნაცობა გოიმობაა!“.

„წლის შედეგების შეჯამებისას ვამბობ, რომ 2021-ის გამაოგნებელი ღალატი იყო გიორგი გახარიას ქმედებები. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი, რომ მთავრობაში ყოფნისას, მისი აქტიური მხარდამჭერი ვიყავი. ღალატი გვინახავს ოჯახშიც და საახლობლოშიც, არაორდინალური აქ არაფერია. თუმცა, ძალიან საწყენი და დასანანია. გახარიას პასუხი უკვე გასცა საზოგადოებამ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. გახარიასგან განსხვავებით, პოლიტიკოსი, საჯარო პირი არ იმალება. მედიაში მის სასაცილო გამხმოვანებლებს არასდროს ვუსმენ. რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკური ლოგიკით, გახარიას ქმედებები ვერ აიხსნება! თუნდაც იმით, რომ ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს. კონსტრუქციული ოპოზიციონერობა, რასაკვირველია, მისაღებია, მაგრამ ნაცობა გოიმობაა!“- წერს აბაშიძე.