„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აქციებს აანონსებს.
„აქციები, რა თქმა უნდა იქნება. ეს ჩვენც გვქონდა დაანონსებული. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ შიმშილობის აქციით. პარტიაში მიღებული გადაწყვეტილება შიმშილობაზე ვაცნობეთ მიხეილ სააკაშვილს და არა პირიქით. იქნება ქუჩის აქციები, საპროტესტო აქციები. პროტესტის ბევრი კერა იქნება. ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლებასთან სასაუბრო სხვა ენა ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.