სოზარ სუბარი: სააკაშვილმა ჩემს კაბინეტში აღიარა, რომ მხოლოდ მას ჰქონდა ძალაუფლება 7 ნოემბერს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჯარი გამოეყვანა

სოზარ სუბარი: სააკაშვილმა ჩემს კაბინეტში აღიარა, რომ მხოლოდ მას ჰქონდა ძალაუფლება 7 ნოემბერს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჯარი გამოეყვანა

სააკაშვილმა ჩემს კაბინეტში აღიარა, რომ მხოლოდ მას ჰქონდა ძალაუფლება 7 ნოემბერს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჯარი გამოეყვანა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ვანო მერაბიშვილს არ ჰქონდა არანაირი ძალაუფლება ჯარი გამოეყვანა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, არც პრემიერ მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს. ამის ძალაუფლება ჰქონდა ერთადერთ ადამიანს, ეს იყო უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან ეს პირადად ჩემთან აღიარა, ჩემს კაბინეტში, როდესაც მოვიდა და ვლაპარაკობდით იმაზე, თუ რა მოხდა 7 ნოემბერს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.