ჰოლანდიელმა ისტორიკოსებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს.
მათ ჭადრაკის ისტორია შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ დაფაზე ყოვლისშემძლე დედოფლის ფიგურის გამოჩენა ესპანეთის დედოფლის იზაბელას დამსახურებაა. სწორედ მან გაგზავნა ქრისტეფორე კოლუმბი ამერიკის აღმოსაჩენად.
ჭადრაკი ესპანეთში მე-8 საუკუნეში მოხვდა. „დედოფლის“ წინაპარი მამრობითი სქესისა იყო და „ალ-ფერზი“ ერქვა, რაც თარგმანში დამხმარეს ნიშნავს. ამასთან, მარტო ერთი უჯრით შეეძლო გადაადგილება, როგორც თანამედროვე მეფეს.
1475 წელს იზაბელამ ფიგურას „სქესი შეუცვალა“, დედოფლად აქცია და დაფაზე აქეთ-იქით ქროლის უფლება უბოძა.
ამრიგად, „მეფეს“ უმაქნისი დამხმარეს მაგივრად ძლიერი დედოფალი ამოუდგა გვერდში და საწყალ „ქმარს“ მტრის შემოტევებისგან აქტიურად იცავდა.