ირაკლი კობახიძე: ის ფაქტი, რომ 200 ადამიანი ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, ტრაგიკომიკური მოვლენაა

ირაკლი კობახიძე: ის ფაქტი, რომ 200 ადამიანი ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, ტრაგიკომიკური მოვლენაა

ის ფაქტი, რომ 200 ადამიანი ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, ტრაგიკომიკური მოვლენაა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამით ის „ნაციონალური მოძრაობის“წევრების მასობრივი შიმშილობის აქციას გამოეხმაურა

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს პოლიტიკას არ წაადგება.

„შიმშილობა არის ყველას პოლიტიკური უფლება. მათ შეუძლიათ, ეს უფლება გამოიყენონ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, როცა ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას. ეს არის სამწუხარო მოვლენა, რაც პოლიტიკას არ წაადგება, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ბელადის შანტაჟით შიმშილობენ, - განაცხადა კობახიძემ.