ნიკოლოზ სამხარაძე:  გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინმა 11 დღით სიცილი აკრძალა, ახლა მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელებს ჭამა აუკრძალა

ნიკოლოზ სამხარაძე: გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინმა 11 დღით სიცილი აკრძალა, ახლა მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელებს ჭამა აუკრძალა

ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინმა 11 დღით სიცილი აკრძალა, ახლა სააკაშვილმა თავის თანაპარტიელებს ჭამა აუკრძალა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაცმოძაობის“ წევრების მიერ მასობრივი შიმშილობის დაწყების ფაქტს.

მისივე თქმით, ინფორმაცია თუ დადასტურდა იმის თაობაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ შიმშილობის აქციის დაწყება მიხეილ სააკაშვილის დავალებაა, სამწუხარო იქნება.

„თუ ინფორმაცია დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებისგან შიმშილობის დაწყება მოითხოვა, სამწუხარო ამბავი იქნება, რომ საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტიის წევრებს მათი ხელმძღვანელი აიძულებს, ჭამაზე უარი განაცხადონ.

ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჩრდილოეთ კორეაში, კიმ ჩენ ინმა 11 დღით სიცილი აკრძალა, ახლა მიხეილ სააკაშვილმა თავის თანაპარტიელებს ჭამა აუკრძალა. როგორ შეიძლება, ამაზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო? ეს ძალიან სამწუხარო ამბავია და თუ მართლაც ასეა, არ მახარებს ის, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით ამდენი ადამიანი შიმშილობის აქციას იწყებს. ეს უკვე პიროვნული კულტის სფეროში გადადის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.