დღეს დილით გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა, რომ ესპანეთის ეროვნული გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე 2014 წლის მსოფლიო პირველობის დასრულების შემდეგ თანამდებობიდან გადადგება.
„ბრაზილიაში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი ჩემი ბოლო სერიოზული ტურნირი იქნება. მივიღე გადაწყვეტილება, რომ მუნდიალი - 2014-ის შემდეგ ნაკრებს საბოლოოდ დავემშვიდობო. უკვე 67 წლის გახლავართ და ვგრძნობ რომ ძალიან დავიღალე.“ - განაცხადა გამოცემასთან საუბრისას ბატონმა ვისენტემ.
ესპანეთის ნაკრების დამრიგებლის აზრით, მოხარული იქნება თუ „ფურია როხას“ მომავალში პეპ გვარდიოლა ჩაიბარებს. მისი მტკიცებით, პეპი და ჟოზე მოურინიო თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის უძლიერესი მწვრთნელები არიან.
ვისენტე დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით ესპანეთის ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული, მსოფლიო პირველობაზე კი ერთხელ იმარჯვეს.