ვლადიმერ ბოჟაძე: დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმა გრძელდება - 2022 წლის 1 თებერვლიდან დაინერგება თანამედროვე გადახდის,  სააბონემენტო ბარათების სისტემა

ვლადიმერ ბოჟაძე: დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმა გრძელდება - 2022 წლის 1 თებერვლიდან დაინერგება თანამედროვე გადახდის,  სააბონემენტო ბარათების სისტემა

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ვადიანი აბონემენტების ამოქმედებას.

„დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმა გრძელდება - 2022 წლის 1 თებერვლიდან დაინერგება თანამედროვე გადახდის,  სააბონემენტო ბარათების სისტემა. აბონემენტების შეძენა 5 იანვრიდან შესაძლებელი იქნება  თბილისის მეტროს სალაროებში და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ საკუთარი საჭიროების მიხედვით შეიძინონ : 90-წუთიანი,  1 დღიანი,  1 კვირიანი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი და 1 წლიანი სააბონემენტო სისტემა. 90-წუთიანი ბარათი (1 ლარი) – იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ მგზავრობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, 1 ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, სადაც გადაჯდომისას, 90 წუთის განმავლობაში, დამატებით თანხას არ გადაიხდიან; 1 დღიანი ბარათი ( 3 ლარი) – ერთდღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ სამ ლარად; 1 კვირიანი ბარათი (20 ლარი) –  1 კვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად (ეს ბარათი ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი) 1 თვიანი ბარათი (40 ლარი) – ერთთვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად. ეს ჩვენი გათვლებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან. აღნიშნული ბარათის მფლობელები კი თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ); 3 თვიანი ბარათი (100 ლარი) – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის); 6 თვიანი ბარათი -(150 ლარი) – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს; 1 წლიანი ბარათი (250 ლარი) – ერთწლიანი ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.