გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ წასვლას არასდროს გადაწყვეტს

გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ წასვლას არასდროს გადაწყვეტს

აშკარაა „ნაცმოძრაობა“ არათუ შერიგებაზე და სტაბილურობაზე ფიქრობს, არამედ რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ წასვლას არ გადაწყვეტს არასდროს და სადაც შეუძლია იმ წისქვილზე დაასხამს წყალს, რომელიც აწყობს ამ განსაკუთრებულ ვითარებაში რუსეთის ფედერაციას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ დაწყებული მასობრივი შიმშილობის საკითზე საუბრისას განაცხადა.

„აქ გლობალური პროცესები მიმდინარეობს და რუსეთისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ფორმატი 3+3 დგას საფრთხის წინაშე. რასაკვირველია, საქართველოა ის ელემენტი, რომელიც ამ ფორმულაში არ ჯდება და სწორედ მაშინ ემთხვევა ყველაფერი ერთმანეთს: სააკაშვილის ბიძის ჩამოსვლა, გაუთავებელი მოწოდებები დესტაბილიზაციისკენ, ეს რომ არ გამოდის, შიმშილობისკენ, თითქოსდა შერიგების თემის შემდეგ, ეს რეალობა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ სტრატეგიულმა მიმართულებამ, რომელიც პრაქტიკულად ჩაიშალა ახალი სიცოცხლე შეიძინოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შიმშილობის მასობრივი აქცია დაიწყო.