სანდრო რაქვიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი შეცდომა, საერთოდ მოწყვეტილია რეალობას

სანდრო რაქვიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი შეცდომა, საერთოდ მოწყვეტილია რეალობას

მე მგონი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი შეცდომა, საერთოდ მოწყვეტილია რეალობას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ დაწყებული მასობრივი შიმშილობის კომენტირებისას განაცხადა.

„არც კი მესმის რატომ გააკეთეს ეს, არ ვიცი რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებს.