უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდება.
„როგორც ცნობილია, სკოლებში 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით არდადეგებია. დამატებით საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდეს. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძო სექტორს შეუძლია, თავისით მიიღოს გადაწყვეტილება და იგივენაირად, უქმე დღეებად გამოაცხადოს, 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.