გიორგი ბარამიძის განცხადებით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება სააკაშვილის მოთხოვნით არ მიუღიათ

გიორგი ბარამიძის განცხადებით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება სააკაშვილის მოთხოვნით არ მიუღიათ

გიორგი ბარამიძის თქმით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება სააკაშვილის მოთხოვნით არ მიუღიათ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აღნიშნა, რომ აღნიშნა, ეს არის პროტესტის გამოხატვის მშვიდობიანი სახე.

„არ არის მიხეილ სააკაშვილი ისეთი ადამიანი, რომ თავის მეგობრებს და თანამებრძოლებს ეუბნებოდეს, თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სასწორზე შეაგდეთ და თუ გინდათ მოკვდით ან არ მოკვდეთ. კვდებოდა და მაშინ არ შემოუთვლია ულტიმატუმი და ახლა რატომ შემოგვითვლიდა ულტიმატუმს? არ არის სააკაშვილი ეს ადამიანი“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებს.