3-დღიანი გაუჩინარების შემდეგ, პოლიციამ ეკონომიკის ექსპერტი რამაზ გერლიანი სურამში იპოვა. მან ცოტა ხნის წინ დატოვა საგამოძიებო უწყება, სადაც დაიკითხა. გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან თქვა, რომ სურამის ტყის მიმდებარედ იყო. გაუჩინარების მიზეზი კი, მისივე თქმით, შსს-ს თანამშრომლის მხრიდან შანტაჟი და კერძო საკუთრებაში შეჭრა გახდა.
„სურამში და, ძირითადად, სურამის ტყის მიმართულებით ვმოძრაობდი. უკვე მივეცი განმარტება და იქამდეც დავწერე, რომ მიზეზი პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან, ჩემ მიმართ, უღირსი და პატივისამყრელი ქმედებაა. ეს იყო ძირითადი მიზეზი, რომელიც, დროთა განმავლობაში, ჩემში დაგროვდა და ამ გადაწყვეტილებამდე მივედი. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩემს პირად საკუთრებაში მომიწყო ცრუ მოტივით დაკითხვა და ა.შ“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე, რატომ იყო ტყეში, გერლიანმა უპასუხა: „სიკვდილთან შეხვედრა. პოლიციამ მომისწრო და ვერ... ცუდად ვარ ხალხნო“.
რამაზ გერლიანის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 20 დეკემბერს, დილით შეატყობინა.