1991 წლის 22 დეკემბერის მოვლენებს, რომელიც საქართველოს ისტორიაში ერთერთი უმძიმესი თარიღია, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა საქართველოს პირევლი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდას შვილი, გიორგი გამსახურდია.
„ჩემი „ბავშვობა“ იქეთ იყოს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ალბათ ერთერთი საშინელი დღეა. ამ დღეს, რუსეთმა, ქართველი ნაძირლების ხელშეწყობით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა საქართველოს, ამ სურათებზე ბევრი გარეწარია აღბეჭდილი, მაგრამ არა ყველა. დიდი ნაწილი კიდევ, ნაცების ელიტაშია მოკალათებული“, - წერს გიორგი გამსახურდია.