მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებს

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებს

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე, ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ, საპროტესტო შიმშილობის აქციას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს კონსიტიტიციური უფლებაა, არაძალადობრივ მეთოდია, მაგრამ მძიმეა. ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მე შეიძლებ ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის გასაცემად და ვერავის დავალადებულებ, რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ აქვე დავძენ, რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება უფრო მალე პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას. ჩვენ ამ მასობრივ შიმშილობას ვიწყებთ კახეთის გზატკეცილზე, ჩვენი ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვიქნებით ბევრნი“, – განაცხადა მელიამ.

მანამდე Postv-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა დედის, გიული ალასანიას მეშვეობით „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოუთვალა, რომ პარტიის წევრებმა სასწრაფოდ დაიწყონ მისი გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა. ტელეკომპანიის ცნობით, სააკაშვილი იმუქრება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში "ნაცმოძრაობასა“ და ტელევიზიებს დაფინანსებას შეუჩერებს.