გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მისი ლიდერისგან არ არი გასაკვირი თავდასხმები ეკლესიაზე

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მისი ლიდერისგან არ არი გასაკვირი თავდასხმები ეკლესიაზე

„ნაციონალური მოძრაობისგან“ და მისი ლიდერისგან არ არი გასაკვირი თავდასხმები არა მხოლოდ საზოგადოებაზე, პოლიციაზე ან ჯარზე, არამედ ეკლესიაზეც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ისინი თავს ესხმიან მხოლოდ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ობიექტურად საუბრობენ და არ გამოდიან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასარგებლო განცხადებებით“, - განაცხა გურამ მაჭარაშვილმა.

„დროა, შევწყვიტოთ ენის მოჩლექით საუბარი ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, ჩვენს ეკლესიაში ჩანერგილ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებთან“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამით სააკაშვილი ეხმაურება მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებას, რომ თუ სააკაშვილი დანაშაულს აღიარებს, შენდობილი იქნება.