ახალი არ არის, რომ საქართველოს ეკლესიაში რუსეთი გავლენის მოპოვებას ცდილობს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„საქართველოს ეკლესიაში რომ რუსეთი გავლენის მოპოვებას ცდილობს, მგონი ეს სიახლე არავისთვის არ არის და ამაზე საუბარი არ არის თავდასხმა. ჩვენ გვჭირდება ამაზე საუბარი ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„დროა, შევწყვიტოთ ენის მოჩლექით საუბარი ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, ჩვენს ეკლესიაში ჩანერგილ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებთან“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამით სააკაშვილი ეხმაურება მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებას, რომ თუ სააკაშვილი დანაშაულს აღიარებს, შენდობილი იქნება.