ალექსანდრე რაქვიაშვილი: თუ სააკაშვილისთვის პატრიარქი ავტორიტეტს წარმოადგენს, ალბათ მონანიების საკითხი მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: თუ სააკაშვილისთვის პატრიარქი ავტორიტეტს წარმოადგენს, ალბათ მონანიების საკითხი მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა

მიხეილ სააკაშვილი თუ უჯერებს პატრიარქს და მისთვის პატრიარქი ავტორიტეტს წარმოადგენს, ალბათ მონანიების საკითხი მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს ამ ნაწილში ხშირად არათანმიმდევრული განცხადებები აქვს.

„მონანიების იდეა პატრიარქისგან წამოვიდა და სულ რამდენიმე კვირის წინ თვითონ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ფაქტობრივად პატრიარქის მრევლია და პატრიარქის მიმართ ნდობას აცხადებდა. არ ვიცი, მისი პოზიცია რითაა განპირობებული, მაგრამ თუ ის უჯერებს პატრიარქს და მისთვის პატრიარქი ავტორიტეტს წარმოადგენს, ალბათ მონანიების საკითხი მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა განაცხადა, რომ მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს. „დანაშაული აღიარებული თუ იქნება, შენდობილი იქნება“, – აღნიშნა მეუფე იოანე გამრეკელმა.