საქართველოს პრემიერ--მინისტრი ბიძინა ივანიშვილი UEFA-ს პრეზიდენტს, მიშელ პლატინის შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე და ლევან ყიფიანი.
შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ფეხბურთის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
პლატინი სპორტის სასახლეში UEFA-ს ფუტზალის ოთხთა ფინალის გახსნას დაესწრება, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება. ფუტსალის ოთხთა ფინალზე დასასწრებათ, UEFA-ს პრეზიდენტის გარდა, თბილისში 20-ზე მეტი უმაღლესი რანგის სტუმარი ჩამოვა. მათ შორის უეფა-ს ვიცე პრეზიდენტები და სხვადასხვა ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტები,
შეხვედრის დასრულების შემდეგ მიშელ პლატინიმ ბიძინა ივანიშვილს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.