ძალიან ბევრი დაინფიცირდება და შესაბამისად დაინფიცირებულებიდან მძიმედაც ძალიან ბევრი იქნება, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „ომიკრონის“ შტამზე საუბრისას.
„თუმცა, ვიცით, რომ „დელტა“ შტამი აგრესიულად წავიდა, უფრო მძიმეა და იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ეს შედარებით უფრო მსუბუქად ჩაივლის. ჰოსპიტალიზაციის საჭიროება იქნება. პანდემიის წესი ისეთია, რომ თანდათან უნდა დასუსტდეს ვირუსი, მაგრამ ეს [„კოვიდ 19“] რაღაც ცოტა უცნაური, სხვანაირია და ვერ გეტყვით დაემორჩილება თუ არა ამ კანონზომიერებას. ეს ცოტა ძნელი სათქმელია“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა.