ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს: სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს: სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა

ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოში გიმასპინძლოთ. მივესალმები ჩემს მეგობარს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თბილისში, - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ორი ქვეყნის პრემიერებს უკვე ორ-ორჯერ ჰქონდათ მეზობელ ქვეყანაში ვიზიტი, საქართველოსა და სომხეთის ახლო, მეგობრულ ურთიერთობას უსვამს ხაზს.

„მინდა, კეთილგანწყობისთვის და ამ დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა იმისთვის, რომ სწორედ ჩვენი ინიციატივითა და მოლაპარაკებით, ეკონომიკური თანამშრომლობის დღეს გამართული მთავრობათაშორისი კომისია უკვე ჩვენს დონეზე, პრემიერ-მინისტრების დონეზე იმართება. ჩვენ ვართ დაინტერესებულნი, რომ ჩვენი ძალიან მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობა უკვე რეალურ საქმეში გადაითარგმნოს, კონვერტირდეს. უნდა განვავითაროთ სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობები, ვისაუბროთ რეგიონულ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე, ისეთ პროექტებზე, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის საინტერესო იქნება. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა ჩვენ ქვეყნებს შორის არ ყოფილა“, - აღნიშნა პრემიერმა.